კრისტალ ლოფტის ა ბლოკი კრისტალის საკურორტო ზონაში, საბაგიროს სადგურიდან 5 წუთის ფეხით სავალზეა დაშორებული.
სასტუმრო ბუტიკური ტიპისაა, რაც მის სიმყუდროვეს განაპირობებს.
სურვილის შესაბამისად დაჯავშნეთ სტუდიო, ერთი ან ორ საძინებლიანი აპარტამენტები, რომლებიც სასტუმროს ნომრების კონცეფციის შესაბამისად არის მოწყობილი და ითვალისწინებს შემდეგ სერვისებს: ყოველდღიური დალაგება, თეთრეულის და პირსახოცების შეცვლა, ჰიგიენური საშუალებებით ნომრების გაწყობა, აუზი და ფინური საუნა.
პირველ სართულზე განთავსებულია რეცეფშენი, ლობი ბარი და თხილამურების საცავი, სადაც ზამთრის სეზონზე შეძლებთ ინვენტარის შენახვას.
უახლოესი კვების ობიექტი, ქართული გემო სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსიდან სულ სამი წუთის სავალზეა.

აპარტამენტები
კონტაქტი
-
ტელეფონი
-
მისამართი












